GE

აბიტურიენტთა საგამოცდო ცნობარში ცვლილებები შევიდა

აბიტურიენტთა საგამოცდო ცნობარში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

იხილეთ ცვლილებების ჩამონათვალი:

  • ამერიკული ჰუმანიტარული უნივერისტეტის თბილისის ფილიალს  (132) გაუუქმდა ავტორიზაცია, რის გამოც ამოღებულია სასწავლებლების ჩამონათვალიდან.
  • მიმდინარე წლის 29 ივნისს „აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს“ შეეცვალა სახელწოდება და გახდა „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“.
  • 2015 წლის 26 აგვისტოდან სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 11 მაისის №383106 წერილის თანახმად ამერიკული ჰუმანიტარული უნივერისტეტის თბილისის ფილიალი აღარ იქნება უფლებამოსილი განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა. ამასთან, ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერისტეტის 2015 წლის 14 მაისის №271 კორესპონდენციით თანახმად, ის ვეღარ შეძლებს 2015-2016 სასწავლო წლს აკრედიტებულ პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვას. ამდენად აბიტურიენტებს, რომლებსაც 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას მითითებული ჰქონდათ ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამა სადაც მათ სურდათ სწავლის გაგრძელება, გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში, რომ აღნიშნული არჩევანი ავტომატურად გაუქმებულ იქნება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალიდან სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.  დამატებით გაცნობებთ, რომ აბიტურიენტებს უფლება აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში სასურველი ცვლილება შეიტანონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე.
  • საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2015 წლის 25 თებერვალს, შპს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) საგანმანათლებლო პროგრამებს მიანიჭა აკრედიტაცია. შესაბამისად, დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ანკეტა-კითხვარში ასახული ყველა პროგრამა აკრედიტებულია და ჩარიცხულებზე ვრცელდება სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი.
  • ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 23 თებერვალს გაუუქმა ავტორიზაცია, შესაბამისად, აღნიშნული სასწავლებელი ამოღებულია 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო ცნობარიდან.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა “მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი” არის აკრედიტებული (და არა ავტორიზებული) და ჩარიცხულებზე ვრცელდება სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი – უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ ანკეტა-კითხვარში გაპარული იყო უზუსტობა და ნაცვლად აკრედიტებულისა ეწერა “ავტორიზებული”.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური