GE

აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 22-23 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა ორგანიზება გაუწია აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება – პერსპექტივები და გამოწვევები“. 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ინფორმაციით, აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან  ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროინტეგრაციის საკითხებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური