GE

აჭარაში აბიტურიენტებს მათემატიკურზე მეტად ვერბალური ნაწილის დაძლევა გაუჭირდათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სავალდებულო გამოცდა ზოგად უნარებში აბიტურიენტებმა აჭარის ორ საგამოცდო ცენტრში ჩააბარეს. ორივე საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული აბიტურიენტები Aris.ge-განათლებასთან ამბობენ, რომ ვერბალური ნაწილი ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე მათემატიკური, მოლოდინი კი სხვაგვარი ჰქონდათ.

11350889_700109043427466_1997658735556396749_nთათია გურგენიძე: „მისაღებ გამოცდებში მონაწილეობას პირველად ვღებულობ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ტესტები საკმაოდ რთული იყო, ვიმედოვნებ, რომ წარმატებით გავივლი ყველა გამოცდას და სტუდენტი გავხდები. ვერბალური ნაწილი მათემატიკურთან შედარებით ჩემთვის პირადად რთული აღმოჩნდა. იყო საკითხები, რომლებზეც დიდი დრო მჭირდებოდა, თუმცა მაქსიმალურად ვეცადე, რომ მოცემულ დროში მომესწრო ყველა კითხვაზე პასუხი. მათემატიკურ ნაწილში ჩემთვის მარტივი ტესტები აღმოჩნდა, რასაც გულწრფელად, რომ ვთქვა არ მოველოდი.“

11705197_700108893427481_7270208513454458362_nმარიამ კეკელიძე ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა: „ეროვნულ გამოცდებში ბედი წელს მეორედ ვცადე, მინდა აღვნიშნო, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, წლევანდელი ზოგადი უნარების გამოცდა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. გამოცდისთვის გათვალისწინებული დრო მაქსიმალურად გამოვიყენე და ვეცადე, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა. მათემატიკურიც და ვერბალური ნაწილიც ჩემთვის თანაბარი სირთულის იყო. იმედი მაქვს ჩემთვის საჭირო რაოდენობის ქულებს მივიღებ. მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო.“

ზოგადი უნარების გამოცდა ერთ სესიად ჩატარდა ხულოს საგამოცდო ცენტრში. ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლის სოფო აბულაძის თქმით გამოცდები აქ ორგანიზებულად და ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს.

11707586_700109156760788_19713631002343207_nსოფო აბულაძე: „ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემთვის მათემატიკური ნაწილი ძალიან მარტივი აღმოჩნდა, ვერბალური შედარებით რთული. დროის ამოწურვამდე 10 წუთით ადრე გამოვედი გამოცდიდან და კარგ ქულებს ველოდები, ვნახოთ საბოლოო ჯამში რა გამოვა,“ – განუცხადა Aris.ge-განათლებას სოფო აბულაძემ.

ზოგადი უნარების გამოცდა დღეს დასრულდება, 8 ივლისიდან კი აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენებში ჩააბარებენ.

რას ამბობენ ზოგადი უნარების გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური