GE

აჭარაში დაგეგმილ საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 2 თებერვალს დაიწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საგნობრივ ოლიმპიადაში,

საგნობრივ ოლიმპიადაში მსურველთა სარეგისტრაციო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. მოსწავლეთა რეგისტრაცია იწარმოებს შესაბამის საჯარო და კერძო სკოლებში.

საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად შემდეგ საგნებსა და კლასებში:

ქართული ენა და ლიტერატურა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები;

მათემატიკა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები;

ინგლისური ენა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები;

ფიზიკა – IX,  X,  XI-XII კლასები;

ქიმია – X,  XI-XII კლასები;

ბიოლოგია – IX,  X,  XI, XII კლასები.

რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში  ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.

საგნობრივი ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური