GE

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2015 წლის 27 მაისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ბატონმა გიორგი გოგაძემ და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა.

უნივერსიტეტის ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები (მაგისტრანტები), რომლებსაც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ბატონმა გიორგი გოგაძემ,  გააცნო და ესაუბრა მემორანდუმის პირობებისა და იმ პრივილეგიების შესახებ, რომელიც აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ექნებათ EEU-ს სტუდენტებს, მიულოცა მათ და მომავალი წარმატებები უსურვა.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, თავის მხრივ საქართველოს მთავარი პროკურატურის მისამართით მადლიერება გამოხატა აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში EEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ პრაქტიკების გავლის, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, დასაქმებისა და მომავალში პროფესიონალებად ჩამოყალიბების კონკრეტული პერსპექტივა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური