GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ გაცვლით პროგრამებს საუნივერსიტეტო სტიპენდიებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში

2015-2016 სასწავლო წლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან ერთად იწყება ერთობლივი სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებს მიეცემათ უნიკალურ შანსი ერთდროულად მოიპოვონ ქართული და ევროპული აკადემიური ხარისხი და ორი დიპლომი.

,,თითოეულ სტუდენტს საუნივერსიტეტო სტიპენდიით შეუძლია გაემგზავროს სასწავლებლად ერთი სემესტრით ან ერთი წლით. უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ მოხდება საზღვარგარეთ მიღებული თითოეული კრედიტის აღიარება,” -აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა ევროპული აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტთან – ქ. რიგის. ,,ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან“  სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით.

გარდა ბალტიის საერთაშორისო აკადემიისა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა საუნივერსიტეტო სტიპენდიითა და ექსკლუზიური პირობებით მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო და ზამთრის სკოლებში დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში.

მათივე ცნობით, საზაფხულო და ზამთრის სკოლები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეთავაზებულია საუკეთესო პირობებით და თითოეულ მათგანს დამატებით შანსს აძლევს გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს გამოცდილება მისთვის საინტერესო მიმართულებით.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ევროპის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, რომელთა შორისაც არის:

  • ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა;
  • ლონდონის კომერციის სკოლა;
  • პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი;
  • ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
  • ავსტრია ,ლინცის განათლების უნივერსიტეტი;
  • ტურიბას უნივერსიტეტი;
  • რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ბალტიის საერთაშორისო აკადემია (რიგა);
  • კონსტანტას უნივერსიტეტი.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური