GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით მინი ფეხბურთში სასკოლო ტურნირი დაიწყო

დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით მინი ფეხბურთში სასკოლო ტურნირი დაიწყო. წელს მონაწილეთა რაოდენობა 40 გუნდს შეადგენდა.

გუნდები ერთმანეთს ორი კვირის განმავლობაში, “მუშტაიდის” ბაღის ტერიტორიაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე – ‘’იმედი’’ შეეჯიბრებიან. ტურნირის გამარჯვებული საუკეთესო შედეგის მქონე პირველი სამი გუნდი იქნება. გამარჯვებული გუნდის წევრები ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

შეჯიბრი ტრადიციული ხასიათისაა და EEU-ს ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია იმართება. ტურნირში ყოველწლიურად თბილისის საჯარო და კერძო სკოლის ასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას.  ტურნირის მიზანი სპორტულ ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური