GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი ეწვია

დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გაცნობითი ხასიათის იყო და სტუდენტებმა ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი საია-ს იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2005 წელს დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან ფონდი ალტერნატიული სამართლებრივი განათლების სივრცეს წარმოადგენს, რომელიც იურისტებს ეხმარება პროფესიულ ზრდაში, მხარს უჭერს სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას საზოგადოებასა და საგანმანათლებლო სისტემაში.

შეხვედრას უძღვებოდნენ ფონდის ხელმძღვანელი თამარ მეტრეველი და ფონდის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე დაესწრო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ზვიად როგავა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური