GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაგეგმილი ინტელექტუალური ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

13 დეკემბერს, ”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში” ინტელექტუალური ტურნირი გაიმართება, რომლის მიზანი ახალგაზრდების მოტივირება, განათლების პროპაგანდა და სტუდენტებსა და მათ მეგობრებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებაა.

”EEU ინტელექტ ტურნირში” მონაწილე ყველა ჯგუფი 6 წევრისგან დაკომპლექტდება. უნივერსიტეტის ცნობიტ, სავალდებულოა, რომ 3 მათგანი ”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი იყოს. გუნდის თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს მეგობარი, რომელიც არ იქნება EEU-ს სტუდენტი, მაგრამ გაივლის რეგისტრაციის უმარტივეს ფორმას, რომელიც ქვევითაა მოცემული.

სასურველია, რომ გუნდში მოწვეული სტუმრები მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ (ასევე შესაძლებელია გუნდი სრულად დაკომპლექტდეს მხოლოდ EEU-ს სტუდენტებისგან).

ტურნირი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ტურში – 20 კითხვა, ფინალურში – 30 კითხვა. გუნდი, რომელსაც ექნება ყველაზე მეტი სწორი პასუხი დასახელდება გამარჯვებულად. ქულების ოდენობით, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები.

შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 დეკემბერი, 11:00 საათი.

რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ აპლიკაცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური