GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია “ტოლერანტობა- ჰუმანურობის შედეგი” გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია – “ლიბერალური ხედვების ასოციაციის” ორგანიზებით  ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – “ტოლერანტობა- ჰუმანურობის შედეგი”.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის რვა სტუდენტმა.

ჟიურის წევრები იყვნენ:

  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი – დავით ჩერქეზიშვილი.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი –არჩილ აბაშიძე.
  • ლიბერალური ხედვების ასოციაციის პრეზიდენტი – ნინო ოხანაშვილი.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული მონაწილე. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური