GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სასკოლო ოლიმპიადა “ატუინი” გაიხსნა

29 ნოემბერს, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ სასკოლო ოლიმპიადა “ატუინი” გაიხსნა. ოლიმპიადაში მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით 400-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

უნივერსიტეტის ცნობით, ოლიმპიადის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოავლინოს შემოქმედებითი მოსწავლეები, პოპულარიზაცია გაუწიოს თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობას და მისცეს ახალგაზრდებს მოტივაცია შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად.

ორგანიზატორი – „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი“ სასკოლო ოლიმპიადების პროექტს შემდეგ საგნებში ახორციელებს: ქართული ენა, ინგლისური ენა და მათემატიკა.

იანვრიდან, ოლიმპიადა სამ ტურად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში (ბათუმი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, თბილისი) ჩატარდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით 5000-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ფინალური ტური თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

მეორე ტურში გადასული ყველა ოლიმპიელი ორენოვან სერთიფიკატს მიიღებს, ხოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ლეპტოპით, პლანშეტური კომპიუტერით, სმარტფონით, ტურით ზამთრის ბანაკში და სხვა წამახალისებელი პრიზებით პარტნიორი კომპანიებისაგან. „ატუინში” სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებიც მონაწილეობენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური