GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში „ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა“ გაიმართება

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა, სახელწოდებით „ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში დაფინანსება მოიპოვა.

სკოლის პროგრამა 2015 წლის 22-29 ნოემბერს განხორციელდება. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი, განათლების დოქტორი ქალბატონი ნინო სოზაშვილი.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ცნობით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა შეუძლიათ სამაგისტრო პროგრამის სტუდენდებს, რომლებიც სწავლობენ განათლების ან პედაგოგიკის მიმართულებით შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იხილეთ პროგრამა
მონაწილეობის მსურველებმა შევასეთ აპლიკაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური