GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში „ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა“ გაიხსნა

22 ნოემბერს, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ „ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა“ გაიხსნა. აღნიშნული შინაარსის პროექტი, სეზონური სკოლის სახით საქართველოში პირველად განხორციელდა. „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ წარდგენილმა პროექტმა დაფინანსება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში მოიპოვა.

ერთკვირიან სეზონურ სკოლაში კონკურსის საფუძველზე შერჩეული 45 ახალგაზრდიდან, 25 მაგისტრანტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტები არიან.

პროგრამაში „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან“ ერთად, ბათუმის, ქუთაისის, სამცხე-ჯავახეთის, გორის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამის ის სტუდენდები მონაწილეობენ, რომლებიც განათლების ან პედაგოგიკის მიმართულებით სწავლობენ.

პროგრამას უძღვებიან ქართველი და უხოელი პედაგოგები. პროგრამაში ჩართული 45 ახალგაზრდისთვის სწავლა, განთავსება და კვება საგრანტო პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება.

უნივერსიტეტის ცნობით, სეზონური სკოლის მიზანი განათლების სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა, კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში დატრენინგება, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარება, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა გახლავთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური