GE

აგრარულმა უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების აღიარება.

აგრარული უნივერსიტეტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ამის შესახებ სასამართლომ 26 მარტის სხდომაზე გამოაცხადა.

2014 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსდაევალა დაადასტუროს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების პირნათლად შესრულება, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა იმ 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესიტიციიდან, რაც უმაღლეს განათლებაში განხორციელდა, 9 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაიხადა და 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია აგრარულ უნივერსიტეტში განახორციელა, რაც სამმა მაღალკვალიფიციურმა აუდიტორულმა კომპანიამაც (მათ შორის ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ) დაადასტურა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კანონის სრული დარღვევით და სრულიად უსაფუძვლოდ თავი აარიდა ამ ინვესტიციის აღიარებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური