GE

ალექსანდრე ჯეჯელავა აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ–ის პირველ კორპუსში მიმდინარე აქციას ადგილიდან ეხმაურება და სტუდენტებს მოლაპარაკებების მაგიდაზე გადანაცვლებისკენ მოუწოდებს. მინისტრი, რექტორთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად უნივერსიტეტის პირველ კორპუსში რჩება.

როგორც მან EDU.ARIS.GE–ს განუცხადა, სტუდენტებს ყოველთვის შეეძლებათ თავიანთი პროტესტის გამოხატვის საშუალება, მაგრამ მოლაპარაკებების გამართვა აუცილებელია.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ უნდა ენდოს მას სტუდენტობა, იმის გათვალისწინებით რომ მოლაპარაკებები აქამდეც იმართებოდა, მინისტრმა გვიპასუხა, რომ გასული მოლაპარაკებები უშედეგო არ ყოფილა.

ამ მომენტისთვის მინისტრებიც და რექტორიც უნივერსიტეტის ეზოში რჩებიან და იმედს იტოვებენ, რომ პირველკურსელებისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება მიეცემათ.

“აუდიტორია 115″–ის აქცია კი გრძელდება, პროტესტანტებმა 6 პუნქტიანი მოთხოვნები წამოაყენეს.

ქეთი გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური