GE

ალჟირში სასკოლო გამოცდების მიმდინარეობისას ხელისუფლებამ ყველა სოციალური ქსელი დაბლოკა

ალჟირის ხელისუფლებამ, სასკოლო გამოცდების მიმდინარეობისას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დროებით, ყველა სოციალური ქსელი დაბლოკა, რომ გამოცდის მონაწილეებს არ მისცემოდათ საშუალება საგამოცდო საკითხებზე ინფორმაცია მიეღოთ.

მოსწავლეთა თითქმის ნახევარი იძულებული გახდა, სასკოლო გამოცდებზე ხელმეორედ გასულიყო. ამის მიზეზი კი ცოტა ხნით ადრე მომხდარი სკანდალი გახდა, როდესაც ინტერნეტსივრცეში, სოციალურ ქსელებში საგამოცდო საკითხების გაჟონვა მოხდა.

ივნისის დასაწყისში “ფეისბუკის” და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მოახერხეს და წინასწარ გაეცნენ საგამოცდო დავალებებსა და საკითხებს.

სასკოლო გამოცდები განმეორებით ალჟირში გუშინ ჩატარდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური