GE

ალმა მატერის ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის კიდევ ერთმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო.

უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ცნობით, ეს გახლავთ ერთობლივი, სამაგისტრო, ინგლისურენოვანი პროგრამა: “გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა”, რომელიც განხორციელდა უნივერსიტეტის პარტნიორ -საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლეს სკოლასთან (ENA) მჭიდრო თანამშრომლობით. გაიცემა ორმაგი ხარისხი. პროგრამა ვითარდება ორ ეტაპად.

გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც განახორციელებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლესი სკოლასთან. უახლოეს მომავალში იგეგმება პროგრამის პრეზენტაცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური