GE

ალმა მატერის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის სათავგადასავლო-შემეცნებითი სასწავლო ტური მოეწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის სკოლის, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის მოეწყო სათავგადასავლო-შემეცნებითი სასწავლო ტური იმერეთში ოკაცეს კანიონზე.

სტუდენტებმა ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს სასწავლო ტური, მოამზადეს სასწავლო თემატიკა, დაათვალიერეს და აღწერეს ოკაცეს კანიონი და კინჩხის ჩანჩქერი მიმდებარე ტერიტორიით.

სასწავლო ექსკურსიის მიზანი იყო თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარის განვითარება, საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობა და მისი, როგორც ტურისტული პროდუქტის, შემეცნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური