GE

ანრი ჯოხაძის წიგნები – რას კითხულობს მომღერალი

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რა თანმიმდევრობით უნდა ვიკითხოთ, რომელი მწერლის შემოქმედებაა აუცილებლად წასაკითხი EDU.ARIS.GE -ის რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია მომღერალი ანრი ჯოხაძე.

-რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხე?

ყველა წიგნს თავისი ასაკი გააჩნია. არის წიგნები, რომელსაც მოზარდი ვერ გაიგებს. მე მაგალითად კითხვა წიგნით „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ დავიწყე, ძალიან საინტერესო იყო, ცოტა ფანტასტიკის ჟანრში. ბოლო პერიოდში გაგიჟებული ვარ ჰერმან მელვილის „მობი დიკზე“. ერთსადაიმავე წიგნს ბევრჯერ ვერ ვკითხულობ. სკოლის პერიოდში მახსოვს მასწავლებელმა მირჩია, შენ ისეთი შემოქმედი ნატურა ხარ, აუცილებლად უნდა გაეცნო კლდიაშვილის შემოქმედებასო. მაშინ, „სამანიშვილის დედინაცვალით“ დავიწყე, პოპულარული იყო, შემდეგ იყო თხზულებები საოცარი, თან ქართული, თან ნაცნობი, თან მისტიური. რა ისტორიებიც კლდიაშვილის მოთხრობებშია, ცოტა შემაშფოთებელიც არის მოზარდისთვის, თან საინტერესოა, თან საშიში. ვგიჟები ნაწარმოებზეც და ყველაზე ცუდ საეკრანო ვერსიაზეც ნაწარმოებისა „ოსტატი და მარგარიტა“. რაც შეეხება ქართველ კლასიკოსებს, უნდა ვიცოდეთ ყველა,  ვაჟა -ფშაველას შემოქმედებას განსაკუთრებით უნდა ვიცნობდეთ. ეს არის მწერალი, რომლის მთლიანი შემოქმედებაც აუცილებლად წასაკითხია, აუცილებლად.

EDU.ARIS.GE აქვე გთავაზობთ იმ წიგნებისა და ავტორების ჩამონათვალს, რომელიც ანრი ჯოხაძის აზრით აუცილებლად წასაკითხია:

  • ჟიულ ვერნი „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“
  • ჰერმან მელვილი „მობი დიკი“
  • დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“
  • მიხეილ ბულგაკოვი „ოსტატი და მარგარიტა“
  • ვაჟა-ფშაველას შემოქმედება

რუბრიკის სხვა სტუმრები

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური