GE

ანტონ ჩეხოვი: თავაზიანი ადამიანის 8 თვისება

რუსმა კლასიკოსმა 100 წელზე დიდი ხნის წინ მისწერა წერილი ძმას, რომელიც იყო ნიჭიერი მხატვარი, მაგრამ სუსტი ხასიათის და სმის მოყვარული.

7872755-R3L8T8D-400-chekhovbrothersანტონ ჩეხოვი, ყოველთვის განიცდიდა, რომ მისი ძმა ასე გულგრილად ეკიდებოდა საკუთარ ნიჭს. მას გამოუვიდა ემოციური, გულწრფელი წერილი, რომლის წაკითხვაც აუცილებლად ღირს.

მოსკოვი, 1886.

„შენ ხშირად გიჩივლია ჩემთან, რომ „შენი არ ესმით!“. ასეთი რამ არ უთქვამთ არც გოეთეს და არც ნიუტონს… შენი მშვენივრად ესმით… თუ შენ თვითონ არ გესმის საკუთარი თავის, ეს სხვისი ბრალი არ არის.

გარწმუნებ, როგორც შენი ძმა და ახლობელი ადამიანი, მე მესმის შენი და მთელი გულით გითანაგრძნობ… ყველა შენი დადებითი თვისება მე ვიცი, როგორც საკუთარი ხუთი თითი, ვაფასებ მათ და პატივს ვცემ. მე, თუ გსურს დაგიმტკიცო, რომ მესმის შენი, შემიძლია ჩამოგითვალო ეს თვისებები. შენ  ხარ ძალიან კეთილი, სულგრძელი, გულწრფელი, მზად ხარ უწილადო სხვას ბოლო კაპიკიც, გებრალება ცხოველები და ადამიანები, ხარ მიმნდობი… შენ გაქვს ღვთისგან ბოძებული ნიჭი. ეს ნიჭი გამოგარჩევს მილიონობით ადამიანისგან, რადგან დედამიწაზე ერთი მხატვარი იბადება ორ მილიონ ადამიანში.

შენი ნიჭი გაყენებს განსაკუთრებულ მდგომარეობაში: გომბეშო ან ტარანტული რომ ყოფილიყავი, მაშინაც კი პატივს გცემდნენ, რადგან ნიჭს ყველაფერი ეპატიება. ნაკლი შენ მხოლოდ ერთი გაქვს. მასშია მთელი სევდაც და უბედურებაც. ეს არის შენი უზრდელობა. მაპატიე მაგრამ, veritasmagisamicitiae… საქმე იმაშია, რომ ცხოვრებას თავისი პირობები აქვს… იმისათვის, რომ ინტელიგენტურ გარემოში თავი კომფორტულად იგრძნო და არ იყო უცხო, საჭიროა იყო თავაზიანი… შენმა ნიჭმა შეგიყვანა ამ გარემოში, შენ ეკუთვნი მას, მაგრამ შორდები და გიწევს დაიცვა ბალანსი კულტურულ პუბლიკასა და vis-a-vis-ის მაცხოვრებლებს შორის.

ზრდილობიანი ადამიანები, ჩემი აზრით, აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. ისინი პატივს სცემენ ადამიანის პიროვნებას, ამიტომაც არიან შემწყნარებლები, თავაზიანები, დამთმობები… ისინი არ ჯანყდებიან ჩაქუჩის ან რეზინის დაკარგვისას; ვინმესთან ცხოვრებისას ისინი ამას რაიმეს სანაცვლოდ არ აკეთებენ და წასვლისას არ ამბობენ: თქვენთან ცხოვრება არ შეიძლება! ისინი პატიობენ ხმაურსაც, სიცივესაც, ზედმეტად შემწვარ ხორცსაც, სიმწარესაც, და მათ საცხოვრებელში უცხო ხალხის ყოფნასაც.

2. ისინი თანაუგრძნობენ არა მარტო გაჭირვებულებსა და კატებს. განიცდიან სულის ტკივილს იმისგან, რასაც უბრალო თვალით ვერ დაინახავ.

3. ისინი პატივს სცემენ სხვის საკუთრებას, ამიტომაც იხდიან ვალებს.

4. ისინი გულწრფელები არიან და ეშინიათ ტყუილის, როგორც ცეცხლის. არ იტყუებიან უბრალო რამეზეც. ტყუილი შეურაცხმყოფელია მსმენელისთვის და აძაგებს მის თვალში ამის მთქმელს. ისინი გარეთაცისევე იქცევიან, როგორც სახლში, არ ლაქლაქებენ და არ ეჩრებიან სხვის საუბრებში როცა მათ ამას არ სთხოვენ… სხვების პატივისცემის მიზნით ისინი უფრო ხშირად დუმილს ამჯობინებენ.

5. ისინი არ იმცირებენ საკუთარ თავს იმ მიზნით, რომ სხვებში გამოიწვიონ თანაგრძნობა და დახმარების სურვილი. არ უკრავენ სხვათა სულის სიმებზე, რათა მათ ამოიოხრონ და დაეხმარონ. ისინი არ ამბობენ: ჩემი არ ესმით!

6. ისინი არ არიან პატივმოყვარენი. მათ არ აინტერესებთ ისეთი ფუჭი ბრილიანტები, როგორიცაა ცნობილი ადამიანების გაცნობა, შეხვედრისას აღტაცების გამოხატვა…

7. თუ მათ აქვთ ნიჭი, ისინი აფასებენ მას. სწირავენ მას სიმშვიდეს, ქალებს, ღვინოს, სიმყუდროვეს.

8. ისინი იოკებენ თავიანთ ლტოლვას. მათ ქალებისგან სურთ არა მხოლოდ ლოგინი, არამედ სიახლე, მოხდენილობა, ადამიანობა. არყის დალევის შემდეგ არ იქცევიან როგორც ღორები. სვამენ მხოლოდ მაშინ როდესაც თავისუფლები არიან, თანაც შესაფერისი მიზეზით, რადგან მათ უნდათ menssanaincorporesano.

ასეთები არიან ზრდილობიანები… თავაზიანები… იმისათვის, რომ აღიზარდო და არ იდგე გარშემომყოფთა დონეზე დაბლა, არ კმარა მხოლოდ პიკვიკის წაკითხვა და ფაუსტის მონოლოგის დაზეპირება. აქ საჭიროა დაუღალავი დღისა და ღამის შრომა. მნიშვნელოვანია ყოველი საათი, მოდი ჩვენთან, გატეხე არყის გრაფინი და დაიწყე კითხვა… თუნდაც ტურგენევის, რომელიც არ წაგიკითხავს…“

წყარო: adme.ru

 ა.ზ.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური