GE

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

თბილისში გახსნილ ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში, ერთ-ერთმა აბიტურიენტმა გამოცდა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა.

როგორც აბიტურიენტმა Aris.ge- განათლებას განუცხადა, მას ტესტის წერა დაწყებულიც არ ჰქონდა, როდესაც საგამოცდო პროცესი დაატოვებინეს.

„ტესტი გახსნილიც კი არ მქონდა, ისე გამომიშვეს, რა დავაშავე ვერ გავიგე“,- განაცხადა აბიტურენტმა.

როგორც მომხდარი ინციდენტის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, აბიტურიენტი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას სექტორში ჩაეძინა.

მიმინოშვილისვე განცხადებით, გამოფხიზლების შემდეგ გვერდით მჯდომ აბიტურიენტებს ხელს უშლიდა. ერთ-ერთს წყალი მოსთხოვა და სწორედ მისი ეს მდგომარეობა გახდა გამოცდიდან მოხსნის მიზეზი.

გამოცდიდან მოხსნილი აბიტურიენტი ამ დრომდე არ ტოვებს ტექნიკურ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას. როგორც ცნობილია, მას მომდევნო გამოცდებზე გასვლის უფლება აღარ მიეცემა.

“უკვე შესული იყო ცენტრში, როდესაც მეთვალყურემ ყურადღება მიაქცია მის არაადეკვატურ ქცევას და ადმინისტრატორს დაუძახა დასახმარებლად. ადმინისტრატორმა აბიტურიენტი ექიმის კაბინეტში ჩამოიყვანა, სადაც ძალიან დიდი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო. შემდეგ უკვე პატრულის ეკიპაჟს ვთხოვეთ დახმარება და ალკოტესტის მეშვეობით დადგინდა, რომ აბიტურიენტი ნამდვილად ნასვამი იყო”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას დღეს 20 000-მდე აბიტურიენტი აბარებს

თამარ სანიკიძე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან?

ეკა წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური