GE

ატესტატების გაცემა, სავარაუდოდ, 20 ივნისიდან დაიწყება – პროცედურები

2014-2015 სასწავლო წლის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატების გაცემა, სავარაუდოდ, 20 ივნისიდან დაიწყება.

ამის შესახებ Aris.ge-განათლებას იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მისივე ინფორმაციით, ატესტატების გაცემა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყებას შესაბამის ბაზას გადაუგზავნის. დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიაკითხოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ატესტატის მიღებაზე განმცხადებელი შეიძლება იყოს 14-დან 18 წლამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მქონე მოსწავლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე, მზრუნველი); ასევე, 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქე ან მისი მინდობილი პირი (სანოტარო აქტით დადასტურებული პირი).

რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ ატესტატის მისაღებად:

პირველადი ატესტატის მისაღებად საჭიროა  წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

თუ სკოლადამთავრებული ხართ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სახელი ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ასეთი გარემოება არსებობს);

თუ კანონიერი წარმომადგენელი ხართ (მშობელი ან მისი მინდობილი პირი): სკოლადამთავრებულის დაბადების მოწმობა; მინდობილი პირის შემთხვევაში კი, სტანდარტული წესით დამოწმებული მინდობილობაც;

თუ მეურვე/მზრუნველი ან მისი მინდობილი პირი ხართ: მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილი პირის შემთხვევაში კი, სტანდარტული წესით დამოწმებული მინდობილობაც.

თუ 18 წლის და ზემოთ სკოლადამთავრებულის მინდობილი პირი ხართ: სტანდარტული წესით დამოწმებული მინდობილობა.

დუბლიკატი ატესტატის მიღების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: ცნობა სკოლიდან სკოლის დამთავრების შესახებ; (გაითვალისწინეთ, რომ ბაზაში ინახება უკანასკნელი 20 წლის მონაცემები. შესაბამისად, თუ სკოლა უფრო ადრე დაამთავრეთ, მაშინ:

  • გააკეთეთ განაცხადი იუსტიციის სახლში ან სსგს-ს ტერიტორიულ სამსახურში;
  • ატესტატს (დუბლიკატს) მიიღებთ ერთი თვის შემდგომ.

ატესტატის გაცემის ვადა და საფასური:

თუ ატესტატი/სერტიფიკატი გაიცემა სკოლის დამთავრების წელს, ის წარმოადგენს ე.წ. „პირველად” დოკუმენტს და გაიცემა უფასოდ;

თუ ატესტატის ასაღებად სკოლის დამთავრების წელსვე განმეორებით იღებთ, დოკუმენტი უკვე წარმოადგენს დუბლიკატს და ფასიანია. (ატესტატი დუბლიკატად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ეს დოკუმენტი არ აიღეთ სკოლის დამთავრების წელსვე, 31 დეკემბრის ჩათვლით. შემდგომი წლის 1 იანვრიდან ატესტატი/სერტიფიკატი ხდება „დუბლიკატი”.)

atestati

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური