GE

ავსტრიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ილიაუნის ეწვია

22 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავსტრიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, მიხაელ ლინჰარტის ხელმძღვანელობით ეწვია. შეხვედრას დაესწრო ავსტრიის რესპუბლიკის პირველი ელჩი საქართველოში, არად ბენკიო.

ავსტრიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და პროფესორებთან შეხვედრა ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური