GE

აწსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სკოლებში შეხვედრები გამართეს

გრიპის ვირუსის არსი, მისი გადაცემის გზები, გავრცელება, მკურნალობა და პრევენცია – ამ საკითხებზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ქუთაისის სკოლების მოსწავლეებთან გაცნობითი შეხვედრები ჩაატარეს.

არსებული სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სტუდენტები ქუთაისის N 1, 2, 3, 9 საჯარო და შ.პ.ს N 1 სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. ფაკულტეტის მე-4, მე-6 კურსის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნული სკოლების პედაგოგებისა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების შეკითხვებს კომპეტენტური პასუხები გასცეს.

აწსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი მადლობას უხდის თითოეული სკოლის ადმინისტრაციას თანამშრომლობისათვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური