GE

აწსუ-ის თანაორგანიზატორობით მეოთხე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია IEC-2016 გაიმართა

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აწსუ-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მეოთხე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია IEC-2016 სახელწოდებით – ,,ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ”.

კონფერენცია გაიხსნა 14 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 15 ოქტომბერს სტუ-სთან ერთად სექციური მუშაობა დაიწყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციის მიმდინარეობისას, მუშაობდა შემდეგი სექციები:

  • ეროვნული ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები;
  • ეკონომიკის სექტორების განვითარების თანამედროვე პრობლემები;
  • აგრობიზნესისა და ტურიზმის განვითარების სტრატეგიები;
  • ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები.

სექციურ მუშაობაში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ უცხოელი (საბერძნეთი, ესტონეთი, თურქეთი) პროფესორები და დოქტორანტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური