GE

აწსუ-ის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული შიდასაუნივერსიტეტო „სტუდენტური დღეები“ საზეიმოდ დაიხურა

2015 წლის 21 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული, შიდასაუნივერსიტეტო „სტუდენტური დღეები“ საზეიმოდ დაიხურა.

აწსუ-ის რექტორმა გიორგი ღავთაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა – ბესარიონ კანთელაძემ და ხატია კლდიაშვილმა „სტუდენტური დღეების“ ეგიდით ჩატარებული, სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

აწსუ-ის რექტორმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს „სტუდენტური დღეების“ ასე მასშტაბურად და საინტერესოდ ჩატარებისათვის. თავის მხრივ, სტუდენტურმა თვითმმართველობამ აწსუ რექტორატისა და ადმინისტრაციის უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა დააფასა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ, გაიმართა „თეატრალური კვარტეტის“ სოლო კონცერტი. როგორც „თეატრალური კვარტეტის“ წევრებმა აღნიშნეს ეს მათთვის კონცერტი კი არა გამოცდის ჩაბარებაა ყველაზე გემოვნებიან მსმენელებთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური