GE

აწსუ-მა 36-ე რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას უმასპინძლა

2016 წლის 21-22 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 36-ე რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას უმასპინძლა.

ღონისძიება ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით.

კონფერენცია აერთიანებდა საქართველოს უნივერსიტეტებისა (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, გორისა და ახალციხის) და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს, რომელთა მეცნიერული კვლევა-ძიება ქართულ ენასა და მის დიალექტებს უკავშირდება.

მოხსენებები მიეძღვნა ქართული ენის დიალექტების ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და ლექსიკის საკითხებს. უხვად იყო წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კილოების ამსახველი საინტერესო მასალაც.

კონფერენციის მონაწილეთა სახელით მომზადდა მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი სახელმწიფო ენის შესახებ კანონის ამოქმედებისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის მოთხოვნით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური