GE

აწსუ-ს სტუდენტებმა საველე პრაქტიკაში მიიღეს მონაწილეობა.

აკაკი წერეთლის სახლემწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საველე პრაქტიკაში. ისევე როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა საქართველოს უმეტესი რეგიონები მოიარეს!

სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საველე პრაქტიკის ფარგლებში ისინი ეცნობიან საქართველოს რეგიონებს – იწყებენ პირველ კურსზე ადგილობრივი რეგიონის გაცნობით. მეორე კურსის პარაქტიკა საზონათაშორისო ხასიათისაა, ტარდება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებში და გრძელდება საქართველოს ისტორიულ მიწაზე – ტაო-კლარჯეთში (თურქეთი).

პრაქტიკის მიზანია საქართველოში წარმოდგენილი ბუნებრივი ზონების მრავალფეროვნების გაცნობა – დაწყებული ნოტიო სუბტროპიკებით და ალპურით დამთავრებული.
მესამე კურსის პრაქტიკა კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე საზოგადოებრივი გეოგრაფიის კვლევის ობიექტების შესწავლასა და ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტების მონახულებას, აღნიშნული პრაქტიკა ტარდება მცხეთა-მთიანეთის, ქართლისა და კახეთის რეგიონებში და მოიცავს ისტორიულ მხარეებს – ხევს, ფშავს, ხევსურეთსა და თუშეთს.

საველე-პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები ეცნობიან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს, მიღებულ თეორიულ ცოდნას განამტკიცებენ პრაქტიკით. ტრადიციულად, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ეწყობა საველე პრაქტიკის შემაჯამებელი კონფერენცია და პრაქტიკაზე გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის გამოფენა-ჩვენება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური