GE

აწსუ-სა და საქართველოს ფრანგულ ინტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, ჟან – ივ ლავუარი მეუღლესთან ერთად ეწვია. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას ქალაქის მერი, შოთა მურღულია, აწსუ რექტორი, პროფ. გიორგი ღავთაძე და უნივერსიტეტის ლექტორ – მასწავლებლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმის მიზანია: ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, საკვალიფიკაციო კურსების, საზაფხულო სკოლებისა და ტრენინგ-მოდულების ორგანიზება და განხორციელება, ორივე მხარისთვის საინტერესო დარგებში ინფორმაციის, მასალებისა და კვლევითი პუბლიკაციების გაცვლა, საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა, ერთობლივი კვლევების ორგანიზება და სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა.

მემორანდუმის თანახმად, ფრანგული ინსტიტუტი დააფინანსებს წელიწადში ერთ მაგისტრს და გაგზავნის საფრანგეთში სასწავლებლად. ამასთანავე ყოველწლიურად ორგანიზებას გაუწევს ფრანგი პედაგოგების ჩამოყვანას აწსუ – ში, ენის პრაქტიკული კურსების ჩასატარებლად, ფრანგული ენის პოპულარიზაციის, ქართველი სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის, პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და აღნიშნულ სფეროში კვლევების წასახალისებლად.

შეხვედრის დასასრულს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ფრანგ სტუმრებთან ერთად, უნივერსიტეტის ეზოში ძელქვების, კვიპაროსებისა და კედრების ნერგები დარგეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური