GE

აწსუ-ში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2015 წლის 27 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება: შეხვედრა კინომცოდნე პროფესორ გოგი დოლიძესთან და ფილმის ,,აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა – ლეჩხუმში’’ ჩვენება.

საპატიო სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დიდი ვასილ ამაშუკელის ღვაწლი, რომელმაც ფასდაუდებელი განძი დაუტოვა არა მარტო ქართველ ერს, არამედ, მსოფლიო ცივილიზაციას.

,,ერმა და ბერმა ხშირ – ხშირად უნდა შემოუძახოს თავისთავს და შეგვახსენოს მამულიშვილთა საქმენი, დავიწყებას რომ არ მიეცეს’’ – ბრძანა გოგი დოლიძემ.

უნივერსიტეტის ცნობით, პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის ჩვენებამ და საერთოდ, აკაკის მოგზაურობის ფირზე აღბეჭდვის მნიშვნელობაზე ვრცლად საუბარმა, დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური