GE

აწსუ-ში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა

რას გულისხმობს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია? რა ეტაპზეა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგი? რა სარგებელს მიიღებს თითოეული ქართველი შედეგად? – ამ შეკითხვებზე გასცეს პასუხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობისა და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ და სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ნოზაძემ.

უნივერსიტეტის ცნობით, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამკითხველოში შეკრებილ ლექტორ – მასწავლებლებსა და სტუდენტებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური