GE

აწსუ-ში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია.

პრეზენტაციის მიზანი იყო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის საზოგადოებისთვის გაცნობა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ძეგლის განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულების პრიორიტეტულობაზე. პროექტის განსახორციელებლად გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ჩამოყალიბებულია ინტერდისციპლინარული ჯგუფი როგორც ცენტრის ,თანამშრომლების, ისე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

პრეზენტაციაზე გაფორმდა მემორანდუმი აწსუ – სა და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური