GE

აწსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა

18 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა ღია ცის ქვეშ დაუვიწყარი გამოსაშვები საღამო გამართეს.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ აწსუ-ის რექტორის მოადგილე შ. კირთაძე, ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი კ. კუპატაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ი. ფხაკაძე, რასაც თან მოჰყვა მუსიკალური ნომრები ქართველი და უცხოელი სტუდენტების შესრულებით, ადმინისტრაციისა და ლექტორ–მასწავლებლების მისალმებები, თბილი და კეთილი სურვილები, მოგონებები გატარებული წლების შესახებ, სტუდენტური ნომინაციები, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა კლიპის პრეზენტაცია.

ცერემონიის ბოლოს ტრადიციულად გაიმართა ექიმის ფიცის დადება, რასაც ალამაზებდა ულამაზესი ფერები და გრანდიოზული ფოიერვერკი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური