GE

აწსუ-ში მისისიპის ველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, აბიგაილ ნიუსამის საჯარო ლექცია ჩატარდა

2015 წლის 8 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში, მისისიპის ველის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ქალბატონ აბიგაილ ნიუსამის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: „გარემო და მისი მენეჯმენტი“.

საჯარო ლექცია აწსუ რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ გახსნა და უცხოელ პროფესორს მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის.

ლექცია აწსუ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა. ამერიკელმა პროფესორმა ამომწურავი პასუხები გასცა აწსუ პროფესორებისა და სტუდენტების შეკითხვებს. ლექციის დასასრულს კი გაიმართა დისკუსია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური