GE

აწსუ-ში მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ,,ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათაშორისი ნარკვევები’’ ჩატარდა.

უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენცია აწსუ რექტორმა, პროფესორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აწსუ-ის ინგლისური ენისა და ლიტერტურის სპეციალობის სტუდენტებმა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

პლენარული სხდომის შემდეგ, უნივერსიტეტის ღია სივრცეში, რომეო და ჯულიეტას ბაღში, გაიმართა შექსპირის სონეტების საჯარო კითხვა. კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და მოსწავლეები შეაფასეს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ლექტორ – მასწავლებლებმა და აშშ ფულბრაიტის სტიპენდიანტმა ალექს ლენგსტაფმა. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სექციური მუშაობა.

მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს, დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით. ამასთან, ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური