GE

აწსუ-ში ნიგერიის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

1 ოქტომბერს, ნიგერიის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის „MEDICINE“ სტუდენტების მიერ საზეიმო მიღება გაიმართა.

ნიგერიელმა სტუდენტებმა სხვა უცხოელ და ქართველ სტუდენტებთან ერთად იზეიმეს ნიგერიის კოლონიური რეჟიმიდან გათავისუფლების 55–ე წელი.

საღამო საქართველოსა და ნიგერიის ნაციონალური ჰიმნების შესრულებით დაიწყო. სტუდენტებს ეროვნული დღე მიულოცა აწსუ რექტორის მოადგილემ შ. კირთაძემ, ფაკულტეტის დეკანმა ი.ფხაკაძემ, აკადემიურმა პერსონალმა.

ნიგერიელმა სტუდენტებმა შეასრულეს ეროვნული ცეკვები და სიმღერები, და ბოლოს, ზეიმის დასასრულს სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ეროვნული სამზარეულოს ნიმუშებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური