GE

აწსუ-ში პრეზენტაცია „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ გაიმართა

მიმდინარე წლის 17 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საშუალება მისცეს ქართველ სტუდენტებს საფრანგეთში მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული სპეციალობებია: აგრარული მეცნიერებები, განათლება, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალი, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი.

აღნიშნული პროგრამა პირველად 2016 წელს ამოქმედდა და საქართველოს 16 მოქალაქე უკვე სწავლობს საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური