GE

აწსუ-ში პროექტ ,,მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში’’ პრეზენტაცია გაიმართა

2015 წლის 29 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა პროექტ, ,,მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში’’ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ აწსუ ადმინისტრაცია, სტუდენტობა, პროექტის ხელმძღვანელი – კახა გაბუნია და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ უნივერსიტეტში ჩამოყვანილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ათი სტუდენტი.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს მიესალმა აწსუ რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე. სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების სტუდენტები საუნივერსიტეტო გარემოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის წახალისებისათვის, იმ ურთიერთპატივისცემის გარემოსთვის, რომელიც მათ აწსუ – ში დახვდათ.
ღონისძიება ემსახურებოდა სტუდენტებში ურთიერთშემწყნარებლობისა და მულტიკულტურალიზმის განვითარებას, განათლების სისტემაში ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების სივრცის შექმნას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური