GE

აწსუ-ში ქართველ, უკრაინელ და უზბეკ სტუდენტებს საინჟინრო მოდელირებაში ტრენინგები ჩაუტარდათ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს ტემპუსის პროექტში ,,ENGITEC’. უნივერსიტეტის ინფომრამციით, პროექტი ითვალისწინებს უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზებას საქართველოს, უკრაინასა და უზბეკეთში.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების ტრეინინგი, რომელშიც საქართველოს სამი, უკრაინის ოთხი და უზბეკეთის სამი უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ტრეინინგი ჩაატარა ,,DELCAM’’-ის საერთაშორისო კორპორაციამ (დიდი ბრიტანეთი). ,,DELCAM’’ მსოფლიო ლიდერია საინჟინრო კომპიუტერული მოდელირების პროგრამირებაში. აქვს დიდი გამოცდილება, ამ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა უკვე მიეცათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ლუცკის ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის, უკრაინის ნაციონალური მეტალურგიული აკადემიის, ზაპოროჟიეს ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის, ტაშკენტის, ბუხარასა და ჯიხაკჰის ტექნიკური უნივერსიტეტების პერსონალს.

სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდნენ ,,DELCAM’’-ის პროგრამას და მიეცათ მისი გამოეყენების შესაძლებლობა საკუთარ პროექტებში, რომელთა პრეზენტაციაც მოახდინეს ტრეინინგის დასასრულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური