GE

აწსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“ ჩატარდა

2015 წლის 21 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიისა და აწსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“.

აწსუ-ის ცნობით, კონფერენცია მიეძღვნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის დაბადების 85 წლის იუბილეს.

სამეცნიერო კონფერენციას აწსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დავით ლეკვეიშვილი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აწსუ პროფესორი თემურ ადეიშვილი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მარატ ციცქიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი და აწსუ პროფესორ-მასწავლებლები.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ ოთხ სექციით განაგრძო მუშაობა და 22 ნოემბერს მომხსენებელთა დისკუსიით დასრულდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური