GE

აწსუ-ში სამეცნიერო სემინარი თემაზე ,,ინტერნეტი და საზოგადოება” გაიმართა

2015 წლის 3 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე: ინტერნეტი და საზოგადოება (კომპიუტერული ქსელების გამოყენება და ინოვაციების დანერგვა).

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სემინარი ჩაატარა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის პროფესორმა, მაის ფარხადოვმა.

სემინარს ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორები და მაგისტრატურის სტუდენტები.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, სემინარზე განიხილეს კომპიუტერული ქსელების განვითარების ძირითადი ტენდენციები და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის პერსპექტიული მეთოდები.

შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება კომპიუტერული ქსელების მიმართულებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური