GE

აწსუ-ში სასწავლო გაზეთისა და სტუდენტური ბლოგის პრეზენტაცია გაიმართა

29 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა ჟურნალისტიკის სპეციალობის III კურსის სტუდენტების ბლოგისა და სასწავლო გაზეთის ,,შერეკილები’’ პრეზენტაცია (სასწავლო კურსის წარმმართველი და გაზეთის რედაქტორი – ნათია ჯიქია).

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აწსუ რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, აკაკი ბაკურაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა სტუდენტების საქმიანობა და დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა, უკვე საუნივერსიტეტო გაზეთის სახით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური