GE

აწსუ-ში სახელოვნებო კვირეული გაიხსნა

2015 წლის 27 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკვე მეოთხედ, გაიხსნა სახელოვნებო კვირეული. კვირეულმა სტარტი აკაკი წერეთლის პოზეიისადმი მიძღვნილი ღონისძიებით აიღო.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აწსუ რექტორი, პროფ. გიორგი ღავთაძე. უნივერსიტეტის ღია სივრცეში, აკაკი წერეთლის ძეგლთნ, მოეწყო საჯარო კითხვა: ,,ერთად ვკითხულობთ აკაკის’’, რომელიც გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აწსუ ადმინისტრაციის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები და, საზოგადოდ, უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც წაიკითხეს აკაკი წერეთლის ლირიკული ნაწარმოებები და მისი ძეგლი ყვავილების თაიგულით შეამკეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური