GE

აწსუ-ში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარდა

1 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა, ასოციაცია „ჰერა XXI“-სთან ერთად, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აწსუ მწვანე დარბაზში საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარა. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შიდსის პანდემიის მიმართ და სტუდენტებისათვის პრევენციული ღონისძიებების გაცნობა.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ფილმის ჩვენება; სტუდენტებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები. ნებისმიერ მსურველს მიეცა შესაძლებლობა სწრაფი ტესტის საშუალებით ადგილზე ჩაეტარებინა ლაბორატორიული კვლევა შიდსისა და C ჰეპატიტის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური