GE

აწსუ-ში სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებისთვის ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა

28 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, თემაზე: „ბრიტანული, ამერიკული და ქართული რეალიები“.

წელს პირველად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მე-9 საშუალო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც თავიანთი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია წარმოადგინეს მადლენ გიორგაძის ხელმძღვანელობით.

კონფერენციაში საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს აწსუ-ის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური