GE

აწსუ-ში სტუდენტთა საველე პრაქტიკების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

2016 წლის 26 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ტრადიციულად, გაიმართა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტთა საველე პრაქტიკების შემაჯამებელი კონფერენცია.

აწსუ-ის ცნობით, საველე პრაქტიკა ჩატარდა სამხრეთ საქართველოსა და ტაო-კლარჯეთში (მე-2 კურსი). სტუდენტები გაეცნენ ვერტიკალური ბუნებრივი ვერტიკალური ზონალობის ცვალებადობის ბუნებრივ პირობებს, დაწყებული ნოტიო სუბტროპიკებიდან, მთის ალპური ზონით დამთავრებული.

მესამე კურსის პრაქტიკა ჩატარდა მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში და იყო კომპლექსური ხასიათის. სტუდენტები გაეცნენ ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფიის საკითხებს.

სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს საველე პრაქტიკის ამსახველი ფოტომასალა. მათ ნაშრომებს ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური