GE

აწსუ-ში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი 2015-16 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება. 

უნივერსიტეტის ინფორმაციით, პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

აბიტურიენტებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ:

  1. ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი;
  2. პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  3. 4 ცალი სურათი 3X4-ზე;
  4. საგამოცდო ბარათი;
  5. ვაჟებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.

უნივერსიტეტის ცნობით, თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის მომენტში არ არის 18 წლის, უნდა წარმაოდგინოს დაბადების მოწმობა და მისი ასლი. ამასთან მას თან უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი (დედა, მამა, მზრუნველი).

რეგისტრაცია იწარმოებს მისამართზე: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ-ის II კორპუსი, ოთახი 2302

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური