GE

აწსუ-ში TEMPUS-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TEMPUS-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება აწსუ-ს რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა და პროექტში მონაწილე სტუდენტებს წარმატებული საქმიანობა უსურვა. აწსუ-ს საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა დავით გეგეჭკორმა სტუდენტებისათვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარმოადგინა.

უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საერთაშორისო პროექტი ეხება უმაღლესი საინჟინრო განათლების სრულყოფასა და საფუძვლიანად შესწავლას, საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთის უნივერსიტეტებში. პროექტში მონაწილეობს სამი ევროპული უნივერსიტეტი: შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიტსის უნივერსიტეტი და ტურინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პროექტის მსოფლიო ლიდერი კი დელკამის კორპორაციაა. პროექტი არის სამწლიანი და მის ფარგლებში, ქართველ, უკრაინელ და უზბეკ აკადემიურ პერსონალს ევროპული გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დელკამის პროგრამების სწავლება დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები: აწსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიტსის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, უკრაინის სახელმწიფო მეტალურგიული აკადემიის, სამის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზაპოროჟიეს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, ბუხარას საინჟინრო-ტექნიკური ინსტიტუტის, ტაშკენტის უნივერსიტეტისა და ჟიზაკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები იცხოვრებენ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში და შეისწავლიან დელკამის პროგრამებს, შემდეგი ერთი კვირის მანძილზე იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე და ბოლოს გააკეთებენ მათ პრეზენტაციას. სწავლების დასასრულს პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური