GE

აწსუ-ში თეთრი ხალათების ცერემონიალი გაიმართა

22 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით თეთრი ხალათების ცერემონიალი გაიმართა. ეს დღე ასევე სტუდენტებთან საუბრებისა და შეხვედრების დღე იყო.

შეხვედრა პირველკურსელებთან და მათ გულშემატკივრებთან ფაკულტეტის დეკანმა ი.ფხაკაძემ პროფესიულ ასპექტებზე აქცენტებით დაიწყო. ექიმები! ვინ არიან ისინი? ადამიანები – ძლიერი ნერვებით, ხშირად სიმბოლური ანაზღაურებით, მაგრამ დიდი ადამიანობითა და თავგანწირვით. რატომ ატარებენ ისინი თეთრ ხალათებს? უხსოვარი დროიდან ექიმებს ცნობდნენ მათი პროფესიონალიზმის მიხედვით: ისინი გმირების ტოლფასნი იყვენ ხალხის თვალში. ჩვენ გვაქვს პრეტენზია ასეთი ექიმები მოვუმზადოთ ჩვენს ქალაქსა და საქართველოს.

ღონისძიებაზე სტუდენტებს მიესალმნენ აწსუ-ს რექტორი გიორგი ღავთაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე, ხარისხის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, აკადემიური პერსონალი ნ.ალავიძე, მ.ჩხობაძე.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა წარმატებული ნაბიჯების გაცნობა. შეხვედრა გაალამაზა ქართველი და უცხოელი სტუდენტების მუსიკალურმა შემოქმედებამ. ღონისძიება მედიცინის ფაკულტეტის ჰიმნის პრეზენტაციით დასრულდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური