GE

აწსუ-ში ტორესა მოსის საჯარო ლექცია თემაზე “განათლება და კულტურა” გაიმართა

2015 წლის 25 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა თანამედროვე ქართველი მწერლის, ტორესა მოსის საჯარო ლექცია თემაზე “განათლება და კულტურა”.

მწერალმა ღიად ისაუბრა ყველაზე მთავარ და მტკივნეულ პრობლემაზე – განათლების სისტემის საგანგაშოდ დაბალ დონეზე საქართველოში.

როგორც აწსუ-ის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ტორესა მოსი (იგივე ვახტანგ მოსიაშვილი), ავტორი სადებიუტო წიგნისა ,,სიბრძნე სიცრუისა’’, იმ აქტიური თაობის წარმომადგენელია, რომელიც მძაფრად გრძნობს პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე ქვეყნის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების დონის ამაღლების საკითხში.

საჯარო ლექცია ჩატარდა აწსუ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით
მსგავსი ტიპის შეხვედრები ემსახურება აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას. სწორად აზროვნება , მსჯელობა, პოლემიკა ნებისმიერი საკითხის მოგვარების აუცილებელი წინაპირობაა; რადგან მხოლოდ მაშინ შეგიძლია მიაღწიო წარმატებას, როცა შეძლებ დაინახო რეალობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური